დედაჩემის პირველი სიტყვები იყო: ,,არ ინერვიულოთ, ძალიან გულისხმიერი ხალხის ხელში მოვხვდი და გადარჩენის იმედი მომეცა!”

29 ნოემბერი, 2021 სიახლეები 1 წთ საკითხავი

დედაჩემის პირველი სიტყვები იყო: ,,არ ინერვიულოთ, ძალიან გულისხმიერი ხალხის ხელში მოვხვდი და გადარჩენის იმედი მომეცა!”

"უდიდესი მადლიერება მინდა გამოვხატო "ჩაფიძის გულის ცენტრის" სამედიცინო პერსონალის და მთელი ადმინისტრაციის მიმართ!უღრმესი მადლობა კოვიდ-განყოფილების ხელმძღვანელ ქნ. ლელა კოპალეიშვილს, მკურნალ ექიმ - ნინო ლაშხს და მთელ მედპერსონალს.

ამ ნამდვილმა პროფესიონალებმა და დიდმა ადამიანებმა დედაჩემი მარინა კავთიაშვილი - უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი კოვიდპაციენტი ფილტვების ანთებით და მძიმე დაზიანებებით მიიღეს.

დედაჩემის პირველი სიტყვები იყო: ,,არ ინერვიულოთ, ძალიან გულისხმიერი ხალხის ხელში მოვხვდი და გადარჩენის იმედი მომეცა!”მათ გადაარჩინეს 80 წლის დიაბეტიანი, ჰიპერტონიანი, გულის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტი.

დიდი ბრძოლის ფასად მე მათ დედა ხელმეორედ მაჩუქეს . აფერუმ თქვენ დიდო ქართველებო და ნამდვილო ექიმებო! მადლობა, მადლობა, მადლობა!"

ირმა ახალმოსულიშვილი-შენგელია
#პაციენტისტორია aukščiausių vadovų ir darbuotojų paieška, personalo atranka ir mokymai https://primumesse.lt
გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი