ელენე შენგელია თელ ავივში სამედიცინო პრაქტიკების შესახებ

27 მაისი, 2020 სიახლეები 2 წთ საკითხავი

ელენე შენგელია თელ ავივში სამედიცინო პრაქტიკების შესახებ

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრისკარდიოლოგმა, მედიცინის აკად. დოქტორმაელენე შენგელიამისრაელის ქ. თელ ავივში THE OLGA AND LEV LEVIEV HEART CENTER-ში სამედიცინო პრაქტიკები გაიარა.

პრაქტიკებთან ერთად ტრენინგი Itamar -Medical-ის ოფისში შემდეგ საკითხებზე:
  • ენდოთელის ფუნქციის გამოკვლევის EndoPAT ჩვენებები; თანამედროვე ტექნოლოგია; ჩართულობა საერთაშორისო კვლევებში.
  • ძილის აპნოეს კვლევა WatchPAT; მისი აქტუალობა; ჩვენებები; ჩართულობა საერთაშორისო კვლევებში.
  • აპარატურისა და სახარჯი მასალის დამზადების ტექნოლოგია.
  • აღნიშნული აპარატურის მსოფლიო მოხმარების სტატისტიკა.
როგორც ქ-ნი ელენე აღნიშნავს, კიდევ ერთხელ და ამ მიმართულებით პირველად, საფუძველი ჩაეყარა ქართულ-ებრაულ სამომავლო, სამედიცინო-მეცნიერულ თანამშრომლობას.



შეგახსენებთ, რომ სწორედ ქ-ნი ელენე შენგელია მუშაობს ენდოთელიუმის ფუნქციის შეფასებზე (ინოვაციური, უსაფრთხო, არაინვაზიური გამოკვლევის მეთოდი, როგორც დიდი ასევე პატარა არტერიების ენდოთელიუმის ფუნქციის შეფსებისთვის) აპარატ EndoPAT2000-ით, რომელიც ამიერკავკასიაში მხოლოდ ჩვენთან, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრშია შესაძლებელი.

ენდოთელიუმის დისფუნქცია ჩართულია მრავალი დაავადების განვითარების პროცესში, ისეთები როგორიცაა: გულის მკვებავი სისხლძარღვების დაავადება,

ცერებროვასკულური დაავადებები (იშემიური ინსულტი/ტრანზიტორული იშემიური შეტევა), ერექტიული დისფუნქცია, მეტაბოლური სინდრომი, პრე-ეკლამპსია, თირკმლის უკმარისობა, ძილის აპნოე, კლაუდიკაცია, განგრენა და ა. შ.


ტესტი უნდა ჩაუტარდეს პაციენტებს ტკივილით გულის არეში, რომელთაც აღენიშნებათ სუფთა გულის მკვებავი სისხლძარღვები დიაგნოსტირებული კორონარული ანგიოგრაფიით და/ან CT ანგიოგრაფიით. ქალებს ტკივილით გულის არეში, 45 წლის ზემოთ, პაციენტებს ერექტიული დისფუნქციით, პაციენტებს პრე ეკლამპსიითა და/ან ორსულთა ტოქსიკოზით, პაციენტებს პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებებით და ა. შ.
გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი