მარტივი წესი მიკრობების გავრცელებისგან თავის დასაცავად

9 სექტემბერი, 2019 სიახლეები 2 წთ საკითხავი

მარტივი წესი მიკრობების გავრცელებისგან თავის დასაცავად

დაცემინების, დახველების ან ცხვირის მოხოცვის შემდეგ ჩვენს ხელებზე მრავლობითი მიკრობები ხვდება, ასევე ჰაერში ჰაერ-წვეთოვანი ინფექციის სახით. გარდა ამისა მიკრობები ხელებზე გადადიან სხვა და სხვა ზედაპირებზე შეხებით: ნივთები კარის სახელური, ტელეფონი და ა.შ

თუ ჩვენ არ ვიბანთ ან არ ვიმუშავებთ ხელებს ყველა მიკრობს გადავცემთ სხვას: ხელის ჩამორთმევისას, სხვისი ნივთების ხელის მოკიდებით და ა.შ დასუსტებულ ორგანიზმში მიკრობებმა შეიძლება გამოიწვიონ მძიმე ინფექციები, ისეთი როგორიცაა ფილტვების ანთება, გრიპი და სხვა.

რეკომენდაცია პაციენტის მნახველებისთვის:

ცენტრს გააჩნია ყველა საჭირო საშუალება ხელის ჰიგიენის დასაცავად. საჭიროა ხელის დაბანა თხევადი საპნით და წყლით და დამუშავება სპეციალური ხსნარის საშუალებით. ხელებისთვის განკუთვნილი ანტისეპტიკური ხსნარი - შეიცავს სპირტს, რომელიც დაახლოვებით 30 წამში ანადგურებს მიკრობების 99%. ანტი-სეპტიკური ხსნარი შეიზილება ხელებში და არ საჭიროებს შემდეგ ჩამორეცხვას ან გამშრალებას. კითხვების შემთხვევაში მიმართეთ კლინიკის პერსონალს.

დაიბანეთ ხელები ან დაიმუშავეთ ანტისეპტიკური ხსნარით თუ:
  • გრძნობთ ან ხედავთ, რომ ხელები დაბინძურებულია;
  • საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ;
  • ჭამამდე

მოითხოვეთ, რომ ყველამ თქვენს გარშემო დაიცვას ხელების ჰიგიენა.

დაიბანეთ და დაიმუშავეთ ხელები ანტისეპტიკური ხსნარით:

  • პაციენტებთან პალატაში შესვლამდე და შემდეგ;
  • საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ;
  • თუ ეხმარებით პაციენტს საკვების მიღებაში;
  • ნებისმიერ ზედაპირებთან შეხების შემდეგ;
  • პაციენტთან შეხების შემდეგ;
  • განყოფილებიდან გასვლის შემდეგ.

ხელების ჰიგიენური ანტისეპტიკის განსახორციელებლად საბოლოო ეტაპზე აუცილებელია სპირტის შემცველი, კანის დამუშავებისთვის განკუთვნილი ანტისეპტიკის გამოყენება.


მიკრობების გავრცელების შეჩერება ძალიან მარტივია, დაიცავით ხელების ჰიგიენა!

გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი