ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აფხაზეთის ა/რ-სთან.

5 ოქტომბერი, 2017 სიახლეები 1 წთ საკითხავი

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი აფხაზეთის ა/რ-სთან.

აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრსდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას შორის ურთიერთშეთანხმებისმემორანდუმი გაფორმდა.


შეთანხმება ითვალისწინებს აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთათვის ამბულატორიულ-საკონსულტაციო და სადიაგნოსტიკო დახმარების გაწევას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამედიცინო დაწესებულებების სამედიცინო პერსონალის მომზადება/გადამზადებას, აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივ გასვლით ღონისძიებებში მონაწილეობას.


მემორანდუმს აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდილოგიის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა რევაზ ჯორბენაძემ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოავლეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამმოაწერეს ხელი.


გაზიარება
ვიზიტზე ჩაწერა შეფასების ყუთი