
რესპირატორთა საერთაშორისო კონგრესზე (პარიზი 2022), თამაზ მაღლაკელიძე საპატიო სპიკერი იქნება
აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე "პულმონოლოგიასა და რესპირაციული მედიცინის ყოველწლიურ, მე-14 კონგრესზე (საფრანგეთი, პარიზი) საპატიო სპიკერი იქნება.ოფიციალურ მოწვევაში აღნიშნულია, რომ კონგრესის ორგანიზატორები და დამსწრე საზოგადოება მოუთმენლად ელის პროფ. თამაზ მაღლაკელიძის მდიდარი გამოცდილების გაზიარებას რესპირაციულ მედიცინასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე.